Thursday, March 13, 2014

მასტერ კლასი, ბორჯომი მე-2 დღე

ვფიქრობ მე თვითონ ვისწავლე და მასწავლებლებსაც სწორად ვასწავლი რა არის რეფლექსია, რისთვის გვინდა და როგორ დავწერო რეფლექსია,  როგორ გამოვიყენო საკვანძო სიტყვები რეფლექსიის წერის დროს.
  მომეწონა ვიკის საიტი და ზოგადად ქართული ვიკი, მაგრამ გული მწყდება, რომ ინტერნეტმა ხელი შემიშალა და ვერ შევძელი ჩემი ვიკის გახსნა და მასალების დათვალიერება, ვფიქრობ დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ გამიჭირდება..
ძალიან მომეწონა როცა ვიმუშავეთ შეფასების ფორმების ადაპტირებაზე და მოვახდინეთ საკუთარი პრეზენტაციების შეფასება, მაგრამ კარგი იქნებოდა გვქონოდა დრო და შესაძლებლობა გვენახა ერთმანეთის პრეზენტაციები და ერთად შეგვეფასებინა  რა იყო კარგი და რა ცუდი.
კარგი იყო რომ გაუზიარეთ ერთმანეთს პრობლემები, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნებოდა შეგვძლებოდა ყველა პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა.
დღევანდელმა ტრენინგმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა და მივხვდი, რომ  პრობლემა რაც მასწავლებლებთან დგას, იმის ბრალიცაა, რომ ჩვენთვითონ თავიდანვე არ გვქონდა ბევრ საკითხზე სწორი შეხედულება და სწორი მიმართულება
მე სიამოვნებით კიდევ გავივლიდი მასტერ კლასს, მიმეღო ბევრ ჩემთვის საინტერესო და ბუნდოვან შეკითხვებზე პასუხი.


Sunday, October 20, 2013

ბორჯომის მასტერ კლასი

ტრენინგის პირველი დღე სავსე იყო მოლოდინებით და მინდა გითხრათ მოლოდინი გამართლდა.
3 მიზანი რომელიც ტრენინგზე ჩამოვწერე, ერთერთი ჩემი მიზანი იყო როგორ შემექმნა ეფექტური მოსწავლის ნამუშევარი და მომეხდინა შეფასება  მინდა გითხრათ ნაწილობრივ პასუხი მივიღე, რაზედაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი, პრაქტიკულად ნამუშევარს დღეს საღამოთი შევქმნი
  • ძალიან მომეწონა გონებრივი იერიში
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს შორის განსხვავება
ვფიქრობ იმ 2 მიზანზედაც ამომწურავ პასუხს მივიღებ
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს :)


Sunday, June 16, 2013

ტრენინგის მე-3 დღე

                    ტრენერი მერაბ ლაბაძე 
  • განვიხილეთ  საავტორო უფლებები თემაზე  "საავტორო უფლებების ქაოსი" პედაგოგის გზამკვლევი საავტორო უფლებების კანონებსა და “ლეგიტიმურ გამოყენებაში” 
  • ინტერნეტ რესურსები
  • ჯგუფური მუშაობა (  ყველა ჯგუფმა ფლიფჩარტზე ჩამოწერა კითხვიდან გამომდინარე პრობლემა და პრობლემის გადაწყვეტის გზები) ჩვენი ჯგუფის კითხვა იყო: 
                           ტრენერი ნინო ლაბარტყავა
  • გავაგრძელეთ მუშაობა ჯგუფებში და ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტის შეფასების გეგმა
  • ვიმუშავეთ პროექტის მიმდინარეობაზე, ფლიფჩარტზე ჩამოვწერეთ აქტივობები და წარმოვადგინეთ პრეზენტაციები

Saturday, June 15, 2013

ტრენინგის მე-2 დღე
  • პოსტერების განხილვა: ჯგუფებმა წარმოადგინეს სკოლის სარეკლამო ბუკლეტები/ბლოგები/ ფლაერები მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის თემაზე: "რატომ არის  პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანი"?
  • პროექტის იდეების წარმოდგენა ჯგუფების მიხედვით; (იდეა/კავშირი რეალურ ცხოვრებასთან/ისტის გამოყენება/ შესაძლო აქტივობები) ჩვენი ჯგუფის თემა: მთისა და ბარის კავშირი დღეს
  • ფაილში 21st_Centure_skills მოვნიშნეთ რა უნარების განვითარება მოხდება ჩვენი დაგეგმილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოვნიშნეთ პროექტის ფარგლებში მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები სტანდარტი);
  •  სასწავლო მიზნები უნდა იყოს კონკრეტული (გამოყენებული ზმნები: მაგალითად ბლუმის მიხედვით-ჩამოთვლის, ახარისხებს,...)მორგებული კონკრეტულ პროექტზე (მოდული 2 :სასწავლო პროექტის დაგეგმვა)
  • ჯგუფებში ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ სასწავლო მიზნები პროექტის ფარგლებში
  • კარგად ფორმულირებული მიზანი საშუალებას მოგვცემს:
    • ესგ -ის აზროვნების რომელ დონეზე გაგვყავს მოსწავლეები;
    • გვეხმარება თვითშეფასებაში
  • ჯგუფების მიერ ჩამოწერილი მიზნების ფორმულირების სიზუსტეს ვამოწმებთ რუბრიკით: ამ რუბრიკის პირველი ნაწილი -სტანდარტები და მიზნები მოიცავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს- გულისხმობს, იმას, რომ პროექტით აუცილებელია გავიდეთ არა მარტო დაბალი დონის უნარებზე, არამედ აუცილებლად განუვითაროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
  • და ბლუმის მიხედვით გადის თუ არა მაღალი დონის სააზროვნო დონეებზე Intel Teach Essentials Georgian Resources_axali 14.VI.2013\CurriculumResources\Thinking_Skills\Blooms_Questions+Key_Words.docx
  • დავწერეთ დიდი მიზანი და შემდეგ ზოგადი/თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Friday, June 14, 2013

Intel®Teach Program Essentials Course

პროექტით სწავლება  
1 დღე
პროექტის დაგეგმვის პროცესი:
  • იდეების შექმნა
  • მიზნების ფორმულირება
  • შეკითხვები (ზოგადი-თემატური-შინაარსობრივი)
  • შეფასება (რუბრიკები)
  • პროექტის აქტივობები
  • დიფერენცირებული სწავლების პრინციპები
  • თვითრეგულირებადი სწავლა
  • ფასილიტაციისა და მენეჯმენტის მასალების შექმნა

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში
ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე - ანალიტიკური,
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. მასწავლებელმა  უნდა მისცეს  მოსწავლეებს  დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება,რითიც მასწავლებელი
ახდენს მოსწავლის პროვოცირებას პასიურიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად,
რათა მან შეიძინოს ის აუცილებელი უბარები, რომლებიც პროექტზე მუშაობას
გაუადვილებს:
. თანამშრომლობის უნარი, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების
განსახორციელებლად;
. კომუნიკაციის უნარი  კონტაქტების დასამყარებლად, ერთობლივი განსჯისა
და მუშაობისთვის;
. ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი.
. ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის სხვა სიტუაციაში გამოყენების
უნარი; ასევე შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
. პასუხისმგებლობა
. თვითშეფასების უნარი;
. პრეზენტაციის წარმოდგენის უნარი