1 დღე
პროექტის დაგეგმვის პროცესი:
- იდეების შექმნა
- მიზნების ფორმულირება
- შეკითხვები (ზოგადი-თემატური-შინაარსობრივი)
- შეფასება (რუბრიკები)
- პროექტის აქტივობები
- დიფერენცირებული სწავლების პრინციპები
- თვითრეგულირებადი სწავლა
- ფასილიტაციისა და მენეჯმენტის მასალების შექმნა
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში
ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე - ანალიტიკური,
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება,რითიც მასწავლებელი
ახდენს მოსწავლის პროვოცირებას პასიურიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად,
რათა მან შეიძინოს ის აუცილებელი უბარები, რომლებიც პროექტზე მუშაობას
გაუადვილებს:
. თანამშრომლობის უნარი, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების
განსახორციელებლად;
. კომუნიკაციის უნარი კონტაქტების დასამყარებლად, ერთობლივი განსჯისა
და მუშაობისთვის;
. ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი.
. ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის სხვა სიტუაციაში გამოყენების
უნარი; ასევე შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
. პასუხისმგებლობა
. თვითშეფასების უნარი;
. პრეზენტაციის წარმოდგენის უნარი
No comments:
Post a Comment