ვფიქრობ მე თვითონ ვისწავლე და მასწავლებლებსაც სწორად
ვასწავლი რა არის რეფლექსია, რისთვის გვინდა და როგორ დავწერო რეფლექსია, როგორ გამოვიყენო საკვანძო სიტყვები რეფლექსიის
წერის დროს.
მომეწონა ვიკის
საიტი და ზოგადად ქართული ვიკი, მაგრამ გული მწყდება, რომ ინტერნეტმა ხელი შემიშალა
და ვერ შევძელი ჩემი ვიკის გახსნა და მასალების დათვალიერება, ვფიქრობ დამოუკიდებლად
ამის გაკეთება არ გამიჭირდება..
ძალიან მომეწონა როცა ვიმუშავეთ შეფასების ფორმების
ადაპტირებაზე და მოვახდინეთ საკუთარი პრეზენტაციების შეფასება, მაგრამ კარგი იქნებოდა
გვქონოდა დრო და შესაძლებლობა გვენახა ერთმანეთის პრეზენტაციები და ერთად შეგვეფასებინა
რა იყო კარგი და რა ცუდი.
კარგი იყო რომ გაუზიარეთ ერთმანეთს პრობლემები, მაგრამ
კიდევ უფრო კარგი იქნებოდა შეგვძლებოდა ყველა პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა.
დღევანდელმა ტრენინგმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა და მივხვდი,
რომ პრობლემა რაც მასწავლებლებთან დგას, იმის
ბრალიცაა, რომ ჩვენთვითონ თავიდანვე არ გვქონდა ბევრ საკითხზე სწორი შეხედულება და
სწორი მიმართულება
მე სიამოვნებით კიდევ გავივლიდი მასტერ კლასს, მიმეღო
ბევრ ჩემთვის საინტერესო და ბუნდოვან შეკითხვებზე პასუხი.
No comments:
Post a Comment